logo_geo
eng_logo
მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ
- +

28 აგვისტო. 2019. 22:22

 

 

„თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ“, - ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა.

 

პაჭკორიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია და საქმის მასალებს არ გაცნობია.

 

„დღეს მოგვმართეს, გამოყოფილიყო ადვოკატი, რადგან საქმე სავალდებულო დაცვასთან გვაქვს. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, მხოლოდ რამდენიმე საათია, ჩავერთე აღნიშნულ საქმეში. შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და შევაჯერებ პოზიციებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბრალს ხვალ წარუდგენენ“, - განაცხადა ნათია პაჭკორიამ.

 

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

 

right_banner
არქივი
right_banner