logo_geo
eng_logo
მზია ქასრაშვილი: ახვლედიანმა არ იცოდა, რომ პერანგზე სისხლი ჰქონდა, დახეული იყო და იმიტომ გადააგდო
- +

9 ივლისი. 2020. 15:11

 

 

,,მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია“, – ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატმა გააკეთა.

 

მზია ქასრაშვილი განმარტავს, თუ რატომ ჰქონდა მას პერანგზე სისხლი და რატომ გადააგდო მან პერანგი სახლში მისვლისთანავე.

 

„როდესაც ჩხუბი მოხდა მათ შორის, ის პირველ წამებში იქ არ ყოფილა. იგი შემდეგ გამოჩნდა, როცა უკვე ყველაფერი დაწყნარდა. იგი აწყნარებდა და აშოშმინებდა ხალხს. მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.

 

როდესაც სახლში მივიდა, პერანგი გადააგდო, რადგან დახეული იყო. ის ფიქრობდა, რომ მშობლებს შეაშინებდა, ამიტომ გადააგდო პერანგი. როდესაც ის ჩადის ხიდზე ბუჩქებში, იქ არის ეკალ-ბარდები, ვეჭიდებოდი ეკლებსო და იქ დაეხა ზუსტად პერანგი.

 

რაც შეეხება სისხლის კვალს, კარგად ჩანს ვიდეოშიც, რომ არ იცოდა, რომ პერანგზე სისხლი ჰქონდა“,- აცხადებს ადვოკატი.

 

მისივე თქმით, ვახტანგ ახვლედიანმა სახლში მისვლის შემდეგ პოლიციაში დარეკვა ვერ მოიფიქრა.

 

„ვაიძულებთ ჩვენ ადამიანს პოლიციაში დარეკვას? ეს ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა და ასევე უფლება, რომ დარეკოს პოლიციაში. მე და თქვენ მაგალითად დავრეკავდით, მაგრამ ყველას ვერ მოვთხოვთ ამას“,- აცხადებს მზია ქასრაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

 

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

right_banner
არქივი
right_banner