logo_geo
eng_logo
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

11 დეკემბერი. 2016. 10:24


 


შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო  სამმართველოს და სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.რ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების  63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner