logo_geo
eng_logo
სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული ზ.მარქარიანი დამნაშავედ სცნო
- +

5 იანვარი. 2017. 14:23


 


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით.   


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, ქ.თბილისში, დაისის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ  მარქარიანი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს დიანა მოსიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.


ზურაბ მარქარიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ მარქარიანი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


აღსანიშნავია, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა ზურაბ მარქარიანის დაუსწრებლად მოხდა, ვინაიდან იგი არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.



 

right_banner
არქივი
right_banner