logo_geo
eng_logo
გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
- +

6 იანვარი. 2017. 18:57



გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა.


იმის გამო, რომ „პატიმრობის კოდექსის" მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.



 

right_banner
არქივი
right_banner