logo_geo
eng_logo
შალვა კიკნაველიძე და შალვა გოგოლაძე ზესტაფონში სპორტსმენებს შეხვდნენ
- +

2 ოქტომბერი. 2016. 11:10


 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები ზესტაფონს ეწვივნენ და მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა კიკნაველიძესთან ერთად ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან შეხვედრები გამართეს.



ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უფრო მეტი სპორტსმენი და ახალგაზრდა მამულიშვილი ჰყავდეს ზესტაფონის რაიონს. მომავალი წლიდან ვგეგმავთ, არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ რაგბის და კალკათბურთის გუნდების ჩამოყალიბებას. ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად მაქსმიმალურად ვეცდები, გავაკეთო უფრო მეტი და დავიხარჯო უფრო მეტად სპორტის განვითარებისთვის". - განაცხადა „ქართული ოცენება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

 


სტუმრები ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურსაც დაესწრნენ. ფეხბურთის მატჩს დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები ნუკრი კაკილაშვილი, ლევან ნოდია და გია თავაძე ესწრებოდნენ.





 

right_banner
არქივი
right_banner