logo_geo
eng_logo
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრი - ესტერ სტამი IJF-ის კომენტატორი გახდა
- +

21 სექტემბერი. 2018. 02:56

 

 

2016 წელს, ყაზანში ქართული ძიუდოს ახალი ფურცელი დაიწერა. ჰოლანდიური წარმოშობის – ესტერ სტამმა, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს უმაღლესი რანგის ტურნირებზე,  ქალთა შორის პირველი და შესაბამისად ისტორიული მედალი მოუპოვა.

 

ყაზანში გამართულ კონტინეტის პირველობაზე, სტამი ფინალმდე მივიდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ესტერ სტამი ასევე, საქართველოს სახელით მოასპარეზე, პირველი ქალი ძიუდოისტი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი სტამი ვეტერანი ძიუდოისტია და მსოფლიო ძიუდოს მმართველ ორგანო – IJF-ში (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) კომენტატორად მუშაობს.

 

ქართველ-ჰოლანდიელი ესტერ სტამისთვის, ახლ პროფესიაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯების ათვლა, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო. სტამს, თავის მეწყვილესთან ერთად, მესამე ტატამზე გამართული შეხვედრების კომენტატორობა მოუწია და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმაც, ამირან პაპინაშვილის დილის სესიის შეხვედრებს, სწორედ მისი კომენტარის თანხლებით უსმინა. ჯამში კი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ youtube.com-ის საშუალებით, მის მიერ წაყვანილი რეპორტაჟები დღეს 56 ათასმა მაყურებელმა ნახა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×