logo_geo
eng_logo
ძამას ხეობაში არსებულ ეკლესია-მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

23 ივლისი. 2019. 11:58

 

 

ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწის სამუშაოები, ხიდის ხიმინჯებისა და გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე.

 

აღნიშნული გზა, მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა

 

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები.

 

პროექტის ღირებულება 14 489 880 ლარია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner