logo_geo
eng_logo
ვაკე-პანტიანის მისასვლელ და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელ გზაზე, რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გადასასვლელები მოეწყო
- +

20 ივლისი. 2020. 10:44

 

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზისპირა სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის  სამუშაოები დაათვალიერა. გზაზე მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გადასასვლელები. 

 

აღნიშნული პროექტი გარდამავალი იყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გზის 1 100 გრძივი მეტრი 2019 წელს მოეწყო, ხოლო 1 500 გრძივი მეტრი კი 2020 წელს გაგრძელდა.

 

პროექტის ღირებულება 3 124 444 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენსისი“ ახორციელებს. კეთილმოწყობილი გზა  კომფორტული იქნება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებისას. გზით 3 სოფლის მოსახლეობის გარდა  ისარგებლებს სხვილოს ციხესთან მიმსვლელი ვიზიტორებიც, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner