logo_geo
eng_logo
დმანისის მუნიციპალიტეტში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
- +

21 აპრილი. 2019. 12:09

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და  დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად კოოპერატივების   მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს. 

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა  90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს  ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

 

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე  მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი  900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე   სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს  მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო

 პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×