logo_geo
eng_logo
კახეთის რეგიონში 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
- +

14 მაისი. 2019. 12:58

 

 

კახეთის რეგიონში „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „პალდოველი 2014“ და „კვეტერა“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კახეთის რეგიონში პროგრამაში ჩართული კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 %-იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პალდოველი 2014“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში საქმიანობს, მასში 25 ადგილობრივია გაერთიანებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კვეტერა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძებშია რეგისტრირებული და 20 მეპაიეს აერთიანებს. ჯამში კოოპერატივებში მობილიზებული ფურების რაოდენობა 414 ფურს შეადგენს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  კოოპერატივ „პალდოველი 2014-ს“  442 ჰა, ხოლო კოოპერატივ „კვეტერას“ 309 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

 

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×