logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რა დრო გასულა?!.. იდღეგრძელოს რეზო გაბრიაძემ!
- +

29 ივნისი. 2017. 19:40


დღეს რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა!


უნიჭიერესი. განუმეორებელი. მრავალმხრივი...


ჟურნალისტიკა... მხატვრობა... კინო... თეატრი!...


ავტორი ჭეშმარიტად შედევრებისა...


ნაღდი ხელოვანი! პრაქტიკულად, ბუმბერაზი, რომელსაც ვერავინ „ჩარეცხავს"!


ვერასდროს!


ეს სურათი 50 წლის წინათ გადავიღეთ. დედაუნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქციაში. იქ დავკვალიანდით (როგორც ვახო გოგუაძე იტყოდა), იქ ავიდგით ფეხი...


რეზო წერდა და ხატავდა. მისი „იუმორისტული" ნახატებიდან არასოდეს დამავიწყდება „უცნობი, უსტიპენდიო სტუდენტის ობელისკი"!


(ვეძებ ჩემს არქივში და აუცილებლად ვიპოვი)... მერე „მოლოდიოჟკა", მერე... და წავიდა და წავიდა!.. სულ წინ და მაღლა! მწვერვალებისკენ და უკვე ისეთ სიმაღლეზე აფრინდა, რომ... დიდი ხანია გახდა ქართული კულტურის სახე და სიამაყე!

ჩემიც!


ჩვენი უსაყვარლესი მეგობრები - ცნობილი ლიტერატორი, კრისტალური პატიოსნების და პრინციპულობის განსახიერება, უვაჟკაცესი ჯუმბერ თითმერია და საოცრად საინტერესო, მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული და „ფანტაზიორი" ვასიკო მჭედლიშვილი, სამწუხაროდ, უკვე აღარ არიან... მეტისმეტად ადრე აღესრულნენ!


რეზო დღეს 80 წლის გახდა!


რა დრო გასულა! საინტერესოდ, შინაარსიანად, სიხარულით სავსე, ბოლო დროს მოხშირებული ტკივილებით...


იდღეგრძელოს რეზო გაბრიაძემ!


P.S.  მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" უერთდება მილოცვას და ბატონ რეზოს დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×