logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: სად იმალებოდა ასეთი ობიექტური პოზიცია ერთი წლის და თუნდაც ერთი თვის წინ?!
- +

20 დეკემბერი. 2018. 21:31

 

გენიოსის ტვინი საჭირო არ არის! ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ იცის, რომ სააკაშვილისნაირი დურაკის წყობიდან გამოყვანისთვის ერთი ლოგიკური კითხვაც საკმარისა!

 

გუშინდელ "პოლიტმეტრში" რომ იყო, ასეთი ობიექტურობის და ლოგიკის ხასიათზე მყოფი ნინო ჟიჟილაშვილი კაი ხანია არავის გვინახავს!

 

განსაკუთრებული, თითქოს არაფერი! - ჟურნალისტმა იკითხა ის, რაც უნდა ეკითხა და რაც ნორმალური მედიისთვის ჩვეულებრივი ამბავია! აღარაფერს ვამბობ, იმაზე რომ გადაცემის მეორე ნაწილში ლევან გოგიჩაიშვლთან მისმა დიალოგმა ბევრი დატოვა პირდაღებული, ისევ იმ უცნაური ობიექტურობის გამო!

 

აშკარაა და დარწმუნებული ვარ, არც მიშა ელოდა ამ დონის ღალატს და ეს მიზეზი იყო, ჟიჟილაშვილს ორღობის ჭორიკანა რომ უძახა!

 

ცხადია, ლოგიკური კითხვა, - რა შეიცვალა?! - სხვასაც გაუჩინა ტვ პირველის ასეთმა „მოულოდნელმა“ მეტამორფოზამ.

 

სად იმალებოდა ასეთი ობიექტური პოზიცია ერთი წლის და თუნდაც ერთი თვის წინ?!

 

არა, მე კი ვიცი რაც შეიცვალა და ისიც ვიცი, ნიავმა საიდან დაუბერა, მაგრამ ჩემი სათქმელი ასეთია:

 

ყბადაღებული ჟურნალისტური სინდისი განყენებული ცნება არ არის!

 

სინდისი ადამიანს უნდა ქონდეს!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×