logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: სადაც გინდა შეიკრიბეთ და მიშას მეტი არავინ დაგენახოთ, ოღონდ...
- +

11 თებერვალი. 2019. 01:20

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„უკაცრავად კი ვარ, მაგრამ მე, რომელსაც ამ ქვეყნიდან ფეხი არ მომიცვლია, ვკვდები და ვხარობ,  ვდარდობ და ვცოცხლობ ამ ქვეყნით, ვიღაც აქედან წასულმა და გადაცხოვრებულმა, გაქცეულმა უნდა მითხრას, ვინ იქნება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, ან მიკარნახოს, აქ როგორ ვიცხოვრო? სადაც გინდა შეიკრიბეთ და მიშას მეტი არავინ დაგენახოთ, ოღონდ აქაურობის არევაზე და კიდევ უბედურებაზე ნუ ოცნებობთ, ჯერ არ მოგვშუშებია მაგ გიჟად დაბადებულის ნაავკაცარი. თუ, ისევ გვიჭირს და ვბუქსაობთ, თუ ისევ ვერ აეწყო ისე, რასაც ველოდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაცების დაბრუნებაზე ვოცნებობთ. "ოცნება", არ ვიცი რითი შეგამკოთ ამდენი წლის მერე, ისევ ამათზე რომ ვლაპარაკობთ, ისევ მიშას ხუნტრუცს რომ დავსდევთ“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×