logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „მაესტრო“ კოტე გოგელიამ 7 მილიონ დოლარად გაყიდა
- +

5 აპრილი. 2016. 11:42



ტელეკომპანია „მაესტრო" კოტე გოგელიამ 7 მილიონ დოლარად გაყიდა - ინფორმაციას ამის შესახებ „თაიმერი" ავრცელებს.



საინფორმაციო სააგენტოს ცნობით,  მისი მფლობელი გახდა ირაკლი რუხაძე.



როგორც თაიმერის" წყარო იტყობინება, მაესტროში" წილის მფლბელები: მამუკა ღლონტი,  ეკა აკობია და ტელეკომპანიის ლოგოს მფლობელი ბაჩო კიკაბაძე გოგელიამ გადააგდო".

რაც შეეხება დეტალებს, თავდაპირველად როდესაც ჟურნალისტები აპროტესტებდნენ გაჩეჩილაძეების შესვლას მაესტროში", კოტე გოგელია პროტესტის პარალელურად ვაჭრობდა რუხაძესთან. გოგელიამ ტელეკომპანია 7- ნახევარ მილიონ დოლარად შეაფასა, რუხაძე მას ნახევარი მილიონის დაგდებას სთხოვდა. სწორედ ამის გამო გაჭიანურდა მოლაპარაკებები. საბოლოდ, გოგელიას 7 მილიონი დოლარი გადაუხა რუხაძემ", - ამბობს თაიმერის" წყარო, რომლის თქმითაც, ბჭობის საგანია კითხვა, თუ ვის ეკუთვნის ირაკლი რუხაძის 7 მილიონი.

 

 

ამდაგვარად, მაესტროს" საკითხი მხიარული კრების" დაშლით დასრულდა, სადაც ჟურნალისტებს უდაბნოში მღაღადებლების" როლი ერგოთ", - წერს სააგენტო.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner