logo_geo
eng_logo
17 დეკემბერს ირაკლი ბათიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
- +

15 დეკემბერი. 2016. 10:48




17 დეკემბერს, „თბილისი მარიოტში" ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა" პრეზენტაცია გაიმართება.



წიგნი ეძღვნება მე-20 საუკუნის უდიდესი გერმანელი მოაზროვნის მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის მთელ რიგ საკვანძო თემებს და ამ ფონზე, როგორც თავად ავტორის შიგნით აღძრულ ასოციაციათა ნაკადს, ასევე თანამედროვეობის დიდი გამოწვევების ანალიზს. არსებობს კი პერსპექტივა სხვა აზროვნების და სხვა გზის დღევანდელ რეალობაში? აი, ესაა ძირითადი კითხვა ამ წიგნში განვითარებული მსჯელობებისა.


 

right_banner
არქივი
right_banner