logo_geo
eng_logo
მარილის გადაჭარბებული დოზით მოხმარების მთავარი საფრთხე დასახელდა
- +

30 აგვისტო. 2017. 18:34



ფინეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორმა პეკა იოუსილაჰტიმ კარდიოლოგების კონფერენციაზე მარილის გადაჭარბებული დოზით მოხმარების მთავარი საფრთხე დაასახელა.


იოუსილაჰტისა და მისი კოლეგების განცხადებით, დღის განმავლობაში 13,5 გრამზე მეტი მარილის მოხმარება გულის უკმარისობის განვითარების რისკს ორჯერ ზრდის იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც დღეში 6,8 გრამზე ნაკლებ მარილს იღებს.


კვლევაში, რომელიც 12 წელი გრძელდებოდა, 25-დან 64 წამდე 4500-ზე ქალი და კაცი მონაწილეობდა. მარილის დოზის განსასაზღვრად შარდის ანალიზი კეთდებოდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღე-ღამეში ადამიანმა 5 გრამზე მეტი მარილი არ უნდა მიიღოს.



 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner