logo_geo
eng_logo
რატომ არ იცინოდა ცხოვრებაში ყველასათვის საყვარელი კომიკოსი - მკრტჩიანის ტრაგიკული ბედი, რომელიც ბევრისთვის უცნობია
- +

16 თებერვალი. 2019. 22:56

 

ფრუნზე მკრტჩიანი ან, უბრალოდ ფრუნზიკი - საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, კეთილი და მხიარული მსახიობი. ეკრანზე ის ხუმრობდა, იცინოდა და ასხივებდა უსაზღვრო პოზიტიურ ენერგიას, რომელიც ირგვლივ ყველას დადებითად განაწყობდა... მაგრამ როცა კამერები ქრებოდა, მის სახეზე ღიმილის დანახვა ძალიან ძნელად თუ შეიძლებოდა. ამის მიზეზი კი ის ტრაგიკული ამბებია, რომლებითაც სავსე იყო მკრტჩიანის ცხოვრება - უფრო კონკრეტულად კი საქმე ცოლისა და ვაჟის ავადმყოფობას ეხებოდა.

 

მიუხედავად თანდაყოლილი სამსახიობო ტალანტისა, ფრუნზე თავიდანვე ვერ მოხვდა კინოს სფეროში. ახალგაზრდობაში ქარხანაში მუშაობდა მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში სწავლისთვის ფული არ ჰქონდა. ფრუნზეს დედა ჭურჭლის მრეცხავი იყო, მამა კი - უბრალო მეტაბელე, რომელსაც ერთხელ ქურდობაზე წაასწრეს. მართალია, ქურდობა სიმბოლური იყო: ოჯახისთვის საჭმლის საყიდელი ფულის გამოსამუშავებლად უფროსმა მკრტიჩიანმა ქსოვილის მცირე ნაჭერი მოიპარა. მაგრამ ეს "დანაშაული" მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდა.

 

კადრი ფილმიდან "ალი-ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი.

 

 

კადრი ფილმიდან "ოცდაცამეტი".

 

 

ქარხანაში რამდენიმე წლის სამსახურის შემდეგ, ფრუნზიკმა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა მიეღო სამსახიობო განათლება და 26 წლის ასაკში ერევნის ინსტიტუტი დაამთავრა. თავიდან მკრტჩიანი ეპიზოდურ როლში გადაიღო ალექსანდრე როუმ, რასაც მოჰყვა მიწვევა გიორგი დანელიასგან. ფილმი "ოცდაცამეტი" მაყურებელმა თბილად მიიღო, "მიმინომ" კი, საბჭოთა კინოს ოქროს ფინდში დაიდო ადგილი. მძღოლი ხაჩიკიანი ხალხის საყვარელი პერსონაჟი გახდა, მისი გამონათქვამები კი დღემდე მოარულ ფრაზებად არის ქცეული.

 

კადრი ფილმიდან "მიმინო".

 

 

ფრუნზე კიდევ ერთ ლეგენდარულ რეჟისორთან, გაიდაისთან არის გადაღებული. "კავკასიელ ტყვე ქალში" მან მთავარი გმირის, ნინას ბიძის როლი შეასრულა.

 

 

კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

 

 

კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ გადაღებებში ფრუნზეის მეუღლე, დანარაც მონაწილეობდა. მსახიობი ბედნიერი იყო საყვარელ ცოლთან ერთად მუშაობით, მაგრამ გადაღებების ბოლოსთვის მოხდა ის, რამაც სიტუაცია საერთოდ შეცვალა.

 

 

დანარა მკრტჩიანი, ფრუნზიკ მკრტჩიანის მეუღლე. კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

 

 

თავიდან დანარას უსაფუძვლო ეჭვიანობა დაეწყო, და მხოლოდ ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გახდა გასაგები, რომ ქალს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ექიმების განაჩენმა ფრუნზე მკრტჩიანი სრულიად გაანადგურა: მის მეუღლეს შიზოფრენია აღმოაჩნდა. გარკვეული დროს შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დაავადება მემკვიდრეობით გადაეცა მათ ვაჟსაც.

 

ამ ამბავმა სრულიად შეცვალა ფრუნზეს ცხოვრება. ძველი ენთუზიაზმი სრულიად გაუქრა, ფილმებში იშვიათად მონაწილეობდა. ამბობენ, ღამ- ღამობით ხშირად დახეტიალებდა ქალაქში, რათა მარტო დარჩენილიყო საკუთარ თავთავ და აზრებთან.

 

 

უკანასკნელი პროექტი რომლის მიმართაც ფრუნზემ ინტერესი გამოავლინა, ერევანში თეატრის ჩამოყალიბება იყო. ამ იდეამ თითქოს სულიერად გამოაღვიძა და მის სიცოცხლეს ახალი მიზანი შესძინა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. 1994 წლის დასაწყისში მკრტჩიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. გავიდა რამდენიმე ხანი და თეატრმა მუშაობა დაიწყო... დამფუძნებლის გარეშე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×