logo_geo
eng_logo
დავით დარჩიაშვილი: ყველაფერს აქვს საზღვარი და არ შეიძლება ერთმანეთს ასეთი ბრალდებები წავუყენოთ!
- +

14 იანვარი. 2017. 00:41




ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფის წევრი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ნიკა მელიასა და ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს პასუხობს:


„უკვე აღარ შემიძლია, რომ ამ ბრალდებებზე ადეკვატური პასუხი გაგცეთ, რადგან ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ყველაფერს აქვს საზღვარი და არ შეიძლება ერთმანეთს ასეთი ბრალდებები წავუყენოთ. ეს არის ცილისწამება. რას ნიშნავს, რომ ფრაქციის სხდომაზე გასარჩევი საკითხი სასამართლოსთან თანხმდება?!

 

დღეს ხდება ის, რაც ძალიან დიდ ვნებათაღელვასა და ემოციებს იწვევს. ამ ემოციებში სრულიად მიუღებელი განცხადებები კეთდება, რაც სამწუხაროა, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, რომ იმ შინაარსზე, არსებითზე ვისაუბრო, თუ რამ გამოიწვია ეს განხეთქილება და იმედი მინდა დავიტოვო, რომ ვისაც კრიტიკული აზროვნება აქვს, მან ემოციები ოდესმე მაინც დაიოკოს და რაციონალურად გაანალიზოს პროცესი.

 

განხეთქილების მიზეზი ბევრად უფრო ღრმად მიდის, რაც შეიძლება ახლა მე დეტალურად ვერ გავშალო, მაგრამ 2015 წლიდან შევამჩნიე, რომ კიევიდან ეჭვიანობა იგრძნობოდა ჩვენ მიმართ, პოლიტსაბჭოს ბევრი წევრის მიმართ. ეჭვიანობის მიზეზი მთლად არგუმენტირებული ვერ იყო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უფრო გამოიკვეთა არჩევნების წინა პერიოდში და შემდეგ უკვე არჩევნების მერე.

 

2016 წლის მაისიდან მოყოლებული, კიევიდან და ოდესიდან იყო მუდმივი შეტყობინებები, რომ საარჩევნო სია ასე კი არა, ასე უნდა შედგეს. თბილისიდან კიევთან მაქსიმალურად თანხმდებოდა საარჩევნო სია, მისი შინაარსი და ის ფორმულაც, რის მიხედვითაც საარჩევნო სია უნდა შემდგარიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც მუდმივ ემოციებს იწვევდა", - აცხადებს  დარჩიაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×