logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: კახა კალაძე ერთგვარ პოლიტიკურ ბრენდს ამკვიდრებს ქვეყანაში
- +

9 ოქტომბერი. 2017. 18:22



ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატთან კახა კალაძესთან დაკავშირებით ისაუბრა.


მარიამ ჯაშის თქმით, კალაძე უკონკურენტო კანდიდატია.


„ძალიან რთულია მთავარი კონკურენტის გამოკვეთა, რადგან ყველა წინასაარჩევნო კვლევით და ყველა იმ ინფორმაციით, განწყობით და თანადგომით, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ როგორც კახის გუნდი, ის არის უპირობო ლიდერი. მე ვერცერთ კანდიდატს ვერ აღვიქვამ მის კონკურენტად.

 

მისი კარიერის თითოეული საფეხური მხოლოდ წარმატებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, კახის წარმატება არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც არაერთხელ არის დადასტურებული. ჩვენ ბევრჯერ გავხვდით მომსწრე, რომ კალაძე ერთგვარ პოლიტიკურ ბრენდს ამკვიდრებს ქვეყანაში.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მას აქვს კონკრეტული პროგრამა. ეს არის 7 მიმართულება, რომელიც თბილისს გახდის ყველა თაობისთვის მიმზიდველ ქალაქად. ეს პროგრამა რეალურად იძლევა შესაძლებლობას, რომ ქალაქი განვითარდეს თანაბრად, არ იყოს კონცენტრირება მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ ათივე რაიონში თანაბარი შესაძლებლობები გაჩნდეს როგორც ბავშვების, ასევე უფროსი თაობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.









 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner