logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ის ხელი უნდა მოვიჭრა, რომლითაც მარგველაშვილს ხმა მივეცი, მრცხვენია!
- +

2 თებერვალი. 2018. 02:22



საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ რცხვენია გიორგი მარგველაშვილს, რომ ხმა მისცა.  როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, მისთვის მიუღებელია, რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობას განუცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.


„ნეტავ მართლა პრეზიდენტი არ გვყავდეს, მრცხვენია. რა იკადრა და რეიტინგი ვჭამოთო? მრცხვენია. მთელი ცხოვრება ვინანებ, ის ხელი უნდა მოვიჭრა, რომლითაც მე მას ხმა მივეცი. მე მივეცი ხმა. მარგველაშვილი ჯერ იყო დაპირისპირებული საკუთარ თავთან და საღ აზრთან. ერთი კვირის არჩეული იყო და წავიდა გუნდის ოპოზიციაში, რომელმაც ხელი-ხელ ატარა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner