logo_geo
eng_logo
გივი სიხარულიძე: ცდილობენ, ლანძღვა-გინებით, გახრწნილებით მიიზიდონ ქართველი მაყურებელი...
- +

12 ივლისი. 2018. 23:58

 

 

 

ბილწსიტყვაობა და უცენზურო სიტყვების მოსმენა არავის მოსწონს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უსიამოვნო მოვლენა ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ბევრს ჰგონია, რომ ბილწსიტყვაობა მხოლოდ ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ეს ცოდვა ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. ცნობილია, რომ ძველ რომსა და ელადაში შენობების კედლებზე წერდნენ უწმაწურ სიტყვებს და ეს მოსახლეობის წუხილს იწვევდა. ძველი აღთქმის რჯულით, თუ შვილი ძვირს ეტყოდა დედას ან მამას, მას მოწმეთა თანდასწრებით ქვებით ჩაქოლვა ელოდა.

 

სხვათა შორის, ასეთივე ხვედრს იზიარებდნენ მეძავები და მრუშები. ბილწსიტყვაობის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო და არის მართლმადიდებლური რელიგიაც: „უმჯობესია, სიმყრალე ამოგდიოდეს პირიდან, ვიდრე ბოროტი სიტყვა“, - წერდა წმინდა იოანე ოქროპირი...

 

თანამედროვე საქართველოში ბილწსიტყვაობა უკვე აღარავის უკვირს: გინება ისმის ქუჩაში, გინების ხმა გამოდის ოჯახებიდან, იგინებიან ქალები და თინეიჯერი გოგონებიც კი... ბოლო ხანებში, უწმაწური სიტყვები ქართული სატელევიზიო არხების „სავიზიტო ბარათადაც“ იქცა. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ერთგვარი შეზღუდვა, აკრძალვა, რომელიც ტელეეთერიდან უცენზურო სიტყვებს „გააქრობს“. ჟურნალი „გზა" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიასა და კამერებთან შეხება ხშირად უწევთ.

 

 

გივი სიხარულიძე, მწერალი:

 

„რატომ ისმის ტელეეკრანებიდან ბილწსიტყვაობის კორიანტელი? - ეს იმის ბრალია, რომ სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი რეჟისორი გვყავს, დანარჩენები კი რეჟისორობას იბრალებენ და ცდილობენ, ლანძღვა-გინებით, გახრწნილებით მიიზიდონ ქართველი მაყურებელი. საბოლოოდ, დაბალი დონის მასხარაობას ვიღებთ. ზოგი ბილწსიტყვაობით თავის უნიჭობას მალავს, მაგრამ რამდენი მსახიობი ვიცი, რომელიც ნიჭიერია და სულ არ სჭირდება გინება, რათა როლი კარგად შეასრულოს. ამას წინათ ერთ ცნობილ თეატრში ვიყავი, გადიოდა სპექტაკლი, რომელშიც ნიჭიერი მსახიობი ქალი მონაწილეობდა. 10-15 წუთი ძლივს გავძელი - ეს ქალბატონი ისეთ სიტყვებს ამბობდა, საკუთარი თავი შემზიზღა, ავდექი და წამოვედი. ეს არის ჩვენი მწარე რეალობა: როგორმე გააუბრალოონ და ნულის ტოლი გახადონ ჩვენი ეროვნული ღირსება, შებღალონ და შეურაცხყონ ჩვენი ენა.“

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×