logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 22:48

 

 

„ჩემთვის ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი. აქციებს აწყობს, აქცზიები მომეცითო, ეს არის თავხედობა" , ამის შესახებ „tvპირველის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს სამხარაულის ბიურომ დაადასტურა რომ ჩანაწერები ყალბი და შეკოწიწებულია, რაღაცა ტიპის კომბინაციებია ჩატარებული. ზაზა ხატიაშვილმა კი, რომელსაც ვერავინ დასწამებს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ ლოიალურობას, „tvპირველის“ ეთერში თქვა, რომ 2 წუთიანი მონაკვეთი 7-ჯერ არის დამონტაჟებული.

 

„ასეთი ტიპის ჩანაწერებზე კოშკების აგება, რომ აი როგორი სისტემური კორუფციაა, აი როგორ მიდის ყველა კოლოფი სიგარეტიდან ფული ქართული ოცნების სალაროში, ეს არ არის სწორი. არ მიყვარს იმ 9 წლის გახსენება, იმუნიტეტი მაქვს 9 წელზე გამომუშავებული, მაგრამ მე პირადად იმუნიტეტი ასეთი ტიპის ჩანაწერებზეც მაქვს გამომუშავებული. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გამოვარდებოდა ეკრანზე რაღაცა ტიპის ჩანაწერები, სადაც ვიღაცა ვიღაცას ელაპარაკებოდა, მერე ეს იყო რუსეთი ჯაშუში, მეორე იყო მესოპოტამიის აგენტი, მეხუთე კიდევ რაღაცა და პოლიტიკური ცხოვრება იყო ამაზე აწყობილი და მე ამაზე იმუნიტეტი მაქვს“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

ძიძიგურის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და მთავარი ფიგურანტი, ვინც უნდა დაიკითხოს ჯერ ეს არის ოქუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×