logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა ხალხთან აქვს საქმე ამ მკვლელების სახით!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 21:42

 

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან წლების განმავლობაში მეგობრობდა, შოკირებულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო და „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა გააცნობიეროს, თუ რა არაადამიანებთან აქვს საქმე სააკაშვილისა და მისი ხროვის სახით.

 

კითხვაზე - პროკურატურამ ჯოხი მხოლოდ „მასტერაზე“, რევაზ შიუკაშვილზე, ლევან ქარდავასა და გიორგი მერებაშვილზე უნდა გადატეხოს, რომლებიც ბადრის მკვლელობას გეგმავდნენ, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ „მთავარია ის ხალხი, ვინც ამათ უკან იდგა და ვისი სახელებიც ჩანაწერებში გარკვევით ისმის - სააკაშვილი, მერაბიშვილი და დათა ახალაია!“

 

„ყველა სიბინძურე მოდიოდა სააკაშვილისგან, მერე დანაშაულებრივი ვერტიკალი ჩამოდიოდა „მასტერამდე“ და „მასტერას“ ასრულებინებდნენ ნებისმიერ საზიზღრობას! ვფიქრობ, ამ ჩანაწერების გამომზეურებით საზოგადოებამ თვალი უნდა გაახილოს და კარგად გააცნობიეროს, თუ რა ხალხთან აქვს მას საქმე სააკაშვილისა და ამ მკვლელების სახით! ცხადია, ამ 4 კაცზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს და პროკურატურა ბადრის მკვლელობის საქმეს ბოლომდე მიჰყვეს!“ - აცხადებს საგანელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×