logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ოქუაშვილი ჩამოყალიბებული თაღლითია!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 23:48

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ საქმესთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერებს ეხმაურება. მისი თქმით, ყველა ფარული ჩანაწერი, რომელსაც ოქუაშვილი სააკაშვილის ტელევიზიის მეშვეობით ავრცელებს, დამონტაჟებულია.

 

„ყველა ფარული ჩანაწერი, რომელსაც ოქუაშვილი სააკაშვილის ტელევიზიის მეშვეობით ავრცელებს, დამონტაჟებულია! ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ექსპერტიზაც არ მჭირდება, ისე ვადებ ხელს!

 

საერთოდ, ოქუაშვილი ჩამოყალიბებული თაღლითია, რომელიც თავისი ტელევიზიის ჟურნალისტებს მარიონეტებად იყენებს - აკივლებს, აწივლებს, პლაკატებით დაარბენინებს, ხელფასს არ აძლევს, ახლა არხის მაუწყებლობა საერთოდ გააჩერა და ამბობს - „იბერია“ მთავრობამ დახურაო. მთავრობამ კი არა, თვითონ ოქუაშვილმა დახურა, რადგან განცხრომით ცხოვრობს და ბიზნესის დასაცავად ტელევიზია აღარ სჭირდება. ოქუაშვილს საქართველოში თავისუფალი  მედიის არსებობა ისე აინტერესებს, როგორც მე მაინტერესებს, რა ხდება ზიმბაბვეში.

 

წარმოიდგინეთ, კაცი, რომელსაც სააკაშვილმა ბიზნესი „აახია“, გადაუარა, დაარბია, ტელევიზია დაუკეტა და ქვეყნიდან გააქცია, დღეს სააკაშვილთან ზის, „რუსთავი 2“-ს აღსარებას აბარებს და „კაგებეში“ დაფრთიანებულ გრიგოლეტო ვაშაძეს უჭერს მხარს!“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×