logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: თუ სადმე დავეცი, უნდა წამომაყენო, თავზე კი არ უნდა გადამიარო...
- +

3 ნოემბერი. 2018. 00:38

 

 

„ქვეყნის მოსახლეობა მეც უნდა მომეხმაროს, თუ სადმე წავფორხიალდი და დავეცი, უნდა წამომაყენო, თავზე კი არ უნდა გადამიარო იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნისა და უახლესი ისტორიის წინაშე“, - ამის შესახებ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია პირველის ეთერში არჩევნების მეორე ტურისა და საზოგადოების განწყობებზე საუბრისას.

 

„მე იმაზე კი არ ვლაპარაკობ, რომ არიქა, რუსთავი 2-მა დამმართა ეს, შენ მომეხმარე, რომ ამ ძალადობას, მუქარას და ამ ტყუილებს არ ჰქონდეს გასავალი, შენ თუ მუდმივად დაიჯერებ ტყუილებს, მაშინ გამიჭირდება შენთან ურთიერთობა, მე ამას ვლაპარაკობ, თორემ არიქა რუსთავი 2-მა რა გააკეთა არა.

 

ცრუ დაპირებებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, აქ უნდა აღდგეს ის კომუნიკაცია, რა სასაუბრო ენაც გვქონდა მოსახლეობასთან. ეს კონტაქტი, მოფერება უნდა შედგეს, რაც გაწყდა. გაუცხოება მოხდა და ამის მინიმუმამდე დაყვანა შედეგს გამოიღებს. ქვეყანას ყელი არ უნდა გამოვჭრათ, არ უნდა გავებუტოთ“,- აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×