logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თუ არსებობს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ კითხვები, მათ პასუხი უნდა გასცენ
- +

20 იანვარი. 2019. 23:46

 

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როდესაც საზოგადოება უყურებს მმართველ გუნდს და ხედავს, რომ დროს ერთმანეთში კინკლაობაში ხარჯავს, მისი აზრით ეს პრობლემაა. ამის შესახებ მან მოსამართლეებთან დაკავშირებით "იმედი LIVE"-ის ეთერში დასმული შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კახა კალაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში კონკრეტული რეფორმები და ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ არის გადასადგმელი, რათა სისტემა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიას, კალაძე ამბობს, რომ თუ არსებობს კონკრეტული პირების მიმართ შეკითხვები, მათ პასუხი უნდა გასცენ:

 

"თუ არსებობს კითხვები კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ერთად დავიბაროთ ეს ადამიანები, გამოვიდნენ და უპასუხონ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში აქტუალურია.

 

უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები. რაც უფრო ფართო იქნება კრიტერიუმების განმსაზღვრელი ჯგუფი, მისასალმებელია. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე უკუძალაზე საუბრობდა, და მოხდება არსებული სიის გადახედვა, ეს მისასამლებელია.  მთავარია გამჭვირვალედ იყოს ყველაფერი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით,"დღეს სასამართლო თავისუფალია ისე, როგორც არასდროს, თუმცა გვინდა უფრო უკეთესი და უფრო მნშვნელოვანი რეფორმები განხორციელდეს".

 

12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა.

 

კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

 

4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

 

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

 

მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×