logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მაღრაძეს იგივე პრობლემები აქვს რაც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს...
- +

10 აპრილი. 2019. 01:12

 

„დავით მაღრაძესთან დაკავშირებით გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს ჩვენ, ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. რატომ თქვა ეს, არ ვიცი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პოეტ დავით მაღრაძის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

 

„მაღრაძეს იგივე პრობლემები აქვს, რაც ჩემს თანაგუნდელებზე ვთქვი. ძირითადად ისევ სასამართლოს მოიშველიებს მაღრაძე, რომ მასაც არ აწყობს და იგივეს იმეორებს, რასაც ამბობენ ეს ოთხეული, რომლებიც გავიდნენ გუნდიდან. მასაც, ისევე როგორც, ამ ოთხეულს ვერაფრით ვერ გამოადგება ეს მიზეზად. სად იყო მაღრაძე 6 წლის განმავლობაში? სად გაგიგიათ მისგან, რომ ის სასამართლოში ერკვევა? ისინი დეპუტატები მაინც იყვნენ. არასწორ დროს გამოიყენა მან ეს თემა. მინდა მაღრაძეზე გავიხსენო ისიც, რომ როდესაც წავიკითხე პირველი მისი გამონათქვამი, ვერ დავიჯერე, შეცდომა მეგონა. თუ მას უნდა პოლიტიკური პარტია და ახორციელებს რაღაც ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი ამის და დასაბუთებული მიზეზი. მისი მიზეზი ვერ გამოდგება, მით უმეტეს მისგან. გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს ჩვენ, ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ, მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. რატომ თქვა ეს, არ ვიცი. საფუძველს, რასაც ის აცხადებს კიდევ ვამბობ, ვერ გამოდგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×