logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილის ცოლი ნამუსგარეცხილი და უსირცხვილო დედაკაცია
- +

13 აპრილი. 2019. 12:25

 

რატომაა სანდრა რულოვსი „ნამუსგარეცხილი დედაკაცი“ და რატომ უწოდებს მანანა არჩვაძე - გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსის ე.წ ქმარს. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სტატია გამოქვეყნდა.

 

„სანდრა რულოვსმა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ- „ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს ისტორიის გამყალბებლების მიერ ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე.“ აი, ძვირფასო მკითხველო თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის სააკაშვილის ცოლი ნამუსგარეცხილი და უსირცხვილო დედაკაცი, რომელიც უტიფრობასა და დემაგოგობაში თვით საკუთარ ქმარსაც კი არ უდებს ტოლს. ისტორიის გამყალბებლებმა ზვიად გამსახურდიას გარშემო მართლაც უამრავი სიცრუე ააგორეს და შევარდნაძის რძით გამოზრდილი რენეგატები ამ ხელობას დღემდე მისდევენ, მაგრამ ამაზე ის ქალი როგორ უნდა იღებდეს ხმას, რომელსაც საკუთარ წიგნში ზვიად გამსახურდიას შესახებ ისეთი სიცრუე და სიბინძურე უწერია, როგორიც საქართველოს პირველი პრეზიდენტისათვის მის დაუძინებელ მტერსაც კი არ უკადრებია. სანდრა რულოვსს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ბანდიტური დაჯგუფების მეთაურად ჰყავს გამოცხადებული.

 

მანანა არჩვაძე- გამსახურდია თავის ფეისბუქ პოსტში მიხეილ სააკაშვილს რულოვსის ქმრად კი არა, ე.წ. ქმრად მოიხსენიებს. მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს „ე.წ ქმარი“ ან „ე.წ ცოლი“? ყურადღების ღირსადაც, რომ არ ჩავთვალოთ წლების განმავლობაში მოარული ხმები, რომლის თანახმადაც სააკაშვილისა და რულოვსის ქორწინება უცხოური სპეცსამსახურების პროექტი იყო, საქართველოს ვერცერთი ჯაშუში ვერ მიაყენებდა იმხელა ზიანს, მეცხედრე სააკაშვილმა და მისმა თანამეცხედრე რულოვსმა რომ მიაყენეს! ბოროტი მოენეები ამტკიცებენ, რულოვსი სააკაშვილის წრეგადასულ ორგიებსა და ჰარამხანას უდრტვინველად იმიტომ იტანდა, რომ მათი ცოლქმრობა ზეცაში კი არა, უცხო ქვეყნების სადაზვერვო ოფისებში გადაწყდაო“,- აღნიშნავს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×