logo_geo
eng_logo
მალაიზიაში პოლიციელებმა „ალ ჯაზირას“ ოფისში რეიდი განახორციელეს
- +

4 აგვისტო. 2020. 18:01

 

 

მალაიზიაში პოლიციელებმა „ალ ჯაზირას“ ოფისში რეიდი განახორციელეს.

 

როგორც თავად „ალ ჯაზირა“ წერს, რეიდი მაუწყებლის მიერ, ქვეყანაში დოკუმენტაციის გარეშე მყოფი იმიგრანტების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

 

„ალ ჯაზირას“ ცნობითვე, კუალა-ლუმპურის ოფისიდან პოლიციამ ორი კომპიუტერი წაიღო.

 

„ჩვენი ოფისის რეიდი და კომპიუტერების კონფისკაციის ფაქტი მთავრობის მიერ მედიის თავისუფლებაზე ზეწოლის საშიშ ესკალაციაზე მიუთითებს და ნათელს ხდის, თუ რაზე არიან წამსვლელები ჟურნალისტების დაშინების მიზნით“, - აცხადებენ გამოცემაში.

 

მთავრობის განცხადებით, „ალ ჯაზირას“ მიერ მოძიებული და გაშუქებული ინფორმაცია მცდარია და მას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

 

მალაიზიაში, პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში ასობით არალეგალური იმიგრანტი დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner