logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: ფანატიკოსები მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნიან
- +

11 იანვარი. 2017. 11:55


 


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, რომ ფანატიკოსები, რომლებიც ისლამის სახელით საუბრობენ, კანონის უზენაესობაზე და ადამიანების უფლებათა დაცვაზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნიან.


ამ წესრიგს საფრთხეს უქმნიან, პირველ რიგში, მოძალადე ფანატიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისლამის სახელით საუბრობენ; შემდეგ, ავტოკრატები, რომლებიც თავისუფალ ბაზრებში, ღია დემოკრატიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში თავიანთი ძალაუფლების საფრთხეს ხედავენ.

ამერიკული დემოკრატიისათვის მსგავსი საფრთხეები უფრო საშიშია, ვიდრე დანაღმული მანქანა ან ჭურვი. ეს არის ცვლილებების შიში. შიში იმ ხალხისადმი, რომლებიც საუბრობენ ან ლოცულობენ სხვანაირად. ეს არის ზიზღი კანონის უზენაესობისადმი, თავისუფალი აზრისადმი", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

 



 

right_banner
არქივი
right_banner