logo_geo
eng_logo
ირანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:12



ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანისა და ერაყის საზღვარზე კიდევ ერთი, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.


მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ქალაქ სარპოლ ზახაბის ჩრდილოეთით 11 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა რყევების კერა 40 კილომეტრის სიღრმეზე აღინიშნა.


ნგრევისა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.


ირან-ერაყის საზღვარზე კვირას მომხდარ მიწისძვრას 445 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ათასამდე კი დაშავდა.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner