logo_geo
eng_logo
ინდოეთში ქალს მუცლიდან 106 კაფსულა კოკაინი ამოუღეს
- +

21 მაისი. 2018. 13:55

 

ინდოეთში ქალს მუცლიდან 106 კაფსულა კოკაინი ამოუღეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ქალი ამ გზით ქვეყანაში ნარკოტიკების შეტანას ცდილობდა. პოლიციამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მუცლიდან კაფსულები ამოუღეს.

 

ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება 735 160 ამერიკული დოლარი იყო.

 

გამოძიების ცნობით, დამნაშავეს სან-პაულოში დაავალეს კაფსულების გადაყლაპვა, ნარკოტიკი მას დელიში ნიგერიის მოქალაქისთვის უნდა გადაეცა.

 

პოლიცია ქალის თანამზრახველებს ეძებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×