logo_geo
eng_logo
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება
- +

10 ოქტომბერი. 2018. 12:38

 

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადადგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან, თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები პრემიერის გადადგომიდან 30 დღის შემდეგ ტარდება და პარლამენტის დათხოვნიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნები ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის შუა რიცხვების პერიოდში უნდა ჩატარდეს.

 

ადგილობრივი გამოცემა „ჟამანაკი“ წერს, რომ ფაშინიანი თანამდებობიდან ერთ ან ორ დღეში უნდა გადადგეს, რომ პარლამენტს პროცესუალური პროცედურისთვის დრო დარჩეს: პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×