logo_geo
eng_logo
ფლორიდას სანაპიროს ქარიშხალი „მაიკლი“ დაატყდა თავს
- +

11 ოქტომბერი. 2018. 01:34

 

 

ფლორიდას სანაპიროს ქარიშხალი „მაიკლი“ დაატყდა თავს. სტიქიას მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 250კმ/სთ-ს აღწევს. ევაკუაციის განკარგულება 370 000-მა მოქალაქემ მიიღო. თუმცა ბევრმა მათგანმა სახლები არ დატოვა.

 

სკოლებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. დახურულია მაღაზიები.

 

ფლორიდას გუბერნატორის თქმით, „მაიკლი“ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი სტიქიაა, რომელიც შტატს გადაუვლის.

სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირზე სწრაფად მოძრაობს.

 

რამდენიმე საათის წინ კი ფლორიდას გუბერნატორმა შტატში დარჩენილ მოსახლეობას სახლიდან გასვლისგან თავის შეკავება სთხოვა. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ალაბამასა და ჯორჯიის შტატშიც.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×