reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია „ეი ჯი ტელეკომის“ საწარმო დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017. 16:40
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია „ეი ჯი ტელეკომის“ საწარმო დაათვალიერა
05 ივნისი, 2014. 18:02


დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია „ეი ჯი ტელეკომის" (AG telecom) ელექტრონული ნაკეთობების ქართულ-აზერბაიჯანული საწარმო დაათვალიერა, რომელიც რუსთავში 25 ივნისიდან გაიხსნება.


კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, მიხეილ ღლონტის განცხადებით, ქარხნის მშენებლობა 2013 წელს, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციით დაიწყო.


ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ცნობილ ბრენდებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში დასაქმებული არიან ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც მიკრო ელექტროინჟინერიის მომავალს წარმოადგენენ.


დარგის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიზნით საინჟინრო პროფესიების ბაკალვრიატს მთავრობა სრულად აფინანსებს." -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომპანია „ეი ჯი ტელეკომის" საწარმოში პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმო, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული სერვერის, სმარტფონების, პლანშეტური კომპიუტერების, ელექტრონული პლანშეტური სახელმძღვანელოების და სპეციფიკური სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებას გეგმავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016