reportiori.ge - „დემოკრატიის შუქურა“ და ორსახა იანუსის ვნებანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 მაისი, 2020. 09:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„დემოკრატიის შუქურა“ და ორსახა იანუსის ვნებანი
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2015. 10:20


კარგა ხანია „რუსთავი-2"-ს ვერ ვუყურებ, ახლა ამის მიზეზებზე საუბარი არ მინდა, უბრალოდ, ჩემი კრიტერიუმები მაქვს და ეს პატივცემული არხი ამ ჩარჩოებში ვერ ჯდება, მაგრამ ნიკა გვარამიას გამოსვლას ვუყურე და ვუსმინე, რადგან კოლეგებმა გამაფრთხილეს, სენსაციური გამოსვლა ექნებაო. სენსაციურობის რა მოგახსენოთ და ადამიანურად შემებრალა, მისთვის ტრაგიკულ ვითარებაზე პირგამეხებული, ტუჩგამშრალი როგორ ჰყვებოდა. რა თქმა უნდა, მძიმეა, როცა შანტაჟს გიწყობენ, გემუქრებიან, შენი ნების საწინააღმდეგო რაღაცის კეთებას გაიძულებენ. ამ დროს ოჯახის პატრონი ხარ, შვილები გყავს, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და ამ ერთმა შემთხვევამ, შესაძლოა, შენდამი, როგორც საზოგადოების, ისე შენი ოჯახის წევრების დამოკიდებულებაც ერთიანად შეცვალოს. მავანი იტყოდა, ნუ დააშავებ, ბატონო და არც არაფრის შეგეშინდებაო, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ადამიანი შეცდომისკენაა მიდრეკილი. მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და ანგელოზობისკენ მიდრეკილება ჩემი თავისთვის დღემდე არ შემიმჩნევია, სწორედ ამიტომ გამიჩნდა თანაგრძნობა, მაგრამ იგი მალევე გამიქრა და აი, რატომ:


2007 წელს, ტელეკომპანია „იმედის" დარბევისას იქ გახლდით, მართალია, არც სპეცრაზმელის „დუბინკა" მომხვედრია და არც რეზინის ტყვია, მაგრამ ის, რაც ვნახე და მოვისმინე - შემზარავი გახლდათ; „იმედის" ნაცემ-ნატანჯ თანამშრომლებსაც ჰყავდათ ოჯახები; წარმოიდგინეთ, იმ ფეხმძიმე გოგოს მდგომარეობა, ორი ხელკეტშემართული ნაძირალა თავზე რომ ადგა და არაადამიანური ხმით შეურაცხყოფას აყენებდა. რა ჭკუაზე უნდა ყოფილიყვნენ მისი მეუღლე და მშობლები, როცა ამას ტელევიზიით (სხვათაშორის, სავარაუდოდ, „რუსთავი-2"-ის ეთერში) უყურებდნენ. შეგახსენებთ, რომ ბატონი ნიკა გვარამია იმ დროს გენპროკურორის მოადგილე გახლდათ და მომხდარიც სრულიად მშვიდად მიიღო.


ახლა, მეორე ფაქტს მოვიყვან: იმავე 2007 წელს არ იყო, გვარამიამ შალვა ნათელაშვილი ანათემას რომ გადასცა, როგორც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი და სამშობლოს მოღალატე?! დღეს კი - ირკვევა, რომ ბატონ ნიკას „ნამეტნავად ნაყვარება" დემოკრატიის სადარაჯოზე დამდგარი ნათელაშვილი. ისე, როგორც მახსოვს, „დემოკრატიის შუქურაც" ძალიან უყვარდა... მოკლედ, ამ ყველაფერმა გამახსენა ძველი რომაელი ღმერთი იანუსი, რომელსაც ყოვლისშემძლე სატურნისგან წარსულსა და მომავალში ყველაფრის ხილვის უნარი გააჩნდა და ყოველგვარი შესასვლელ-გასასვლელის, საწყისისა და დასასრულის, აგრეთვე დროის ღმერთის სტატუსს ატარებდა. ის თავდაპირველად „კაი ტიპი" იყო, მერე და მერე - ფარისეველი, ცრუ, ორბუნებოვანი გახდა და ხალხმაც ეს თიკუნიც მიაწერა და დაუკანონა.


ასეთია ხალხის ბუნება! - ყველაფერს ხედავს, წარსულშიც და აწმყოშიც, ყველაფერს ამჩნევს, შავი და თეთრიც არ ეშლება ერთმანეთში, მეხსიერებას არ უჩივის და ამიტომაც ყველას თავის მისაგებელს მიაგებს.


„რუსთავი-2"-ის ეთერში ნიკა გვარამიას მოწყობილი ვნებათაღელვა ჩემში დღეს ერთი მდარე მსახიობის დადგმული სპექტაკლის ასოციაციას იწვევს. შეცოდება და თანაგრძნობა კი ამ ტელევიზიის აპოლოგეტის დიდებასავით უკვალოდ გაქრა და მიინავლა.




წყარო: sputnik-georgia.com, თამაზ ჩიქვანაია


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016