reportiori.ge - გიორგი ებრალიძე: ცრუობს ქალბატონი ბაია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 22 მარტი, 2019. 06:04
მედია
გიორგი ებრალიძე: ცრუობს ქალბატონი ბაია
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 15:33

 

 

„მაესტროს" გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის ბრალდებებს „მაესტროს" ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე „იმედთან" საუბრისას პასუხობს.


„ახლა მე შემიძლია თქვენზე ვთქვა, მე იმიტომ მირეკავთ, რომ თქვენ ირაკლი რუხაძემ დაგირეკათ ლონდონიდან და გიბრძანათ - ჩემთვის დაგერეკათ - ასეთ სისულელეებს ვიტყვი... მე არაფერი არ მაკავშირებს იმ ადამიანთან. მე მქონდა ურთიერთობა გია გაჩეჩილაძესთან და ლევან გაჩეჩილაძესთან. ცრუობს ქალბატონი ბაია. ალბათ, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები კარგად ჩაიხედავთ ამ დოკუმენტში, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია ის, რომ ჩვენ სამი დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, ჩვენ ვაძლევთ სამი დღის ვადას მოფიქრებაზე. ანუ, სამი დღის ვადაში მათ უნდა ეთქვათ, აპირებენ თუ არა ამ წილის შესყიდვას. იმის შემდეგ, ჩვენ კიდევ ველოდებოდით ხუთ დღეს. მერე კიდევ დავუმატეთ დღეები, მე მგონი, სადღაც რვა დღე გამოვიდა. ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ წინადადებაც არ მიგვიღია მათგან შესყიდვის შესახებ. სურვილიც არ გამოუთქვამთ", - განაცხადა ებრალიძემ „იმედთან" საუბრისას.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016