კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინელი დივერსანტები რუსეთის „ახალ რეგიონებში“ თავდასხმებს აწყობენ.
„დივერსანტები უკრაინიდან, რომლებიც აწყობენ თავდასხმებს დონბასსა და ნოვოროსიაში, იყენებენ ორგანიზებულ დანაშაულთან კომუნიკაციის არხებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამართალდამცველების მუშაობა რეგიონებში“, – განაცხადა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ ხალხი აფასებს რუსული კანონის სიძლიერეს.
„ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა“, – აცხადებს პუტინი.