top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება მიუღებელია

„ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მანვე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია.

„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო – არა. ეს რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი. რეზოლუცია არის სამწუხარო განმეორება რეზოლუციების სერიისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ და ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. აქვე განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ