top_leaderboard

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი გახდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბექტენოვის დანიშვნის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე, ყაზახეთის მმართველმა პარტიამ ოლჟას ბექტენოვი, რომელიც 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობა, რომელსაც 2022 წლის იანვრიდან ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა, გუშინ გადადგა და თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი დანიშნა.

ასევე იხილეთ