top_leaderboard

დონალდ ტრამპი: ზელენსკი შეიძლება, საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს, ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, 60 მილიარდი დოლარით მიდის

“ზელენსკი შეიძლება, საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს, ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, აქედან 60 მილიარდი დოლარით მიდის”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეტროიტში, Turning Point USA-ის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

„ზელენსკი შეიძლება, იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ, საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, აქედან 60 მილიარდი დოლარით მიდის.

ის ახლახან, ოთხი დღის წინ, 60 მილიარდით წავიდა. სახლში მიდის და აცხადებს, რომ კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს ჩერდება, არასდროს ჩერდება. მე ამ საკითხს თეთრი სახლის არჩეული პრეზიდენტის რანგის დაკავებამდე მოვაგვარებ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ