top_leaderboard

დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაჭრეს

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაჭრეს, რომელთა შორის ორი მცირეწლოვანია.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.  პოლიციამ თავდამსხმელი მოგვიანებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდასხმის მოტივი და აკვაპარკთან მისი კავშირი უცნობია, რადგან ის აღნიშნული ტერიტორიიდან დიდი მანძილის დაშორებით ცხოვრობდა.

ასევე იხილეთ