top_leaderboard

რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში, პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს,  სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პატიმრები დანით იყვნენ შეიარაღებულები.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ბრალდებულებმა მთავარი სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.  მძევლებიდან ერთი დაწესებულების ოპერატიული თანამშრომელია, მეორე ინსპექტორ-ზედამხედველია“, – წერს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის როსტოვის ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსი, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ასევე იხილეთ