logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: კლინიკების მენეჯმენტი ცდილობს გადაახდევინოს პაციენტს ფული მაშინ, როდესაც ამას ბიუჯეტი ისედაც უხდის!
- +

31 აგვისტო. 2020. 20:16

 

 

„მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ კლინიკა ,,ჰელსიკორის" საქმიანობანი, სადაც თანხების აღებ-მიცემობა ხდება იურიდიულად დადასტურების გარეშე. ასევე, აუცილებელია კლინიკის საქმიანობით დაინტერესდეს შემოსავლების სამსახურიც, რომელმაც შეიძლება ბევრად ,,საინტერესო" რამ აღმოაჩინოს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს, რომელსაც კლინიკაში მშობლის ოპერაცია, ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად დაუფინანსა, თუმცა კლინიკამ თანხა მაინც გადაახდევინა.

 

„მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმებისა, მიუხედავად იმისა, რომ არასწორად გადაგახდევინეთ ფული, არ ვაპირებთ თანხა უკან დავაბრუნოთო!!!

 

სასამართლოში წავლენ, რომელიც გაგრძელდება ალბათ წლები. . . . სწორედ ამაზეა გათვლილი ყოველთვის აღნიშნული კლინიკების უკანონო ქმედებანი, რომ პაციენტს თანხა გამოძალონ, შემდეგ თუ პაციენტი დაიწყებს სამართლის ძიებას, ეს სამართალი წლები მიმდინარეობს და რამდენიმე წელში რა იქნება არავინ იცის და ბოლოს და ბოლოს დაიღლები.

 

წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს ექნება გადახდილი ასე უკანონოდ თანხები? რამდენ ადამიანს ეყოლება მანქანა გაყიდული? ზოგს ბინებიც ჩადებული და თან ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი თითქმის სრულად ფარავს ყოველთვის ასეთ ხარჯებს!!!

 

მე, არ დავასახელე თავის დროზე კლინიკა საჯაროდ და ახლა მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ კლინიკა ,,ჰელსიკორის" საქმიანობანი, სადაც თანხების აღებ-მიცემობა ხდება იურიდიულად დადასტურების გარეშე. ასევე, აუცილებელია კლინიკის საქმიანობით დაინტერესდეს შემოსავლების სამსახურიც, რომელმაც შეიძლება ბევრად ,,საინტერესო" რამ აღმოაჩინოს.

 

აი რატომ ხდება, რომ საზოგადოების ნაწილი არის ისევ უკმაყოფილო ხელისუფლების მიმართ და ბევრგან მომისმენია, რომ თურმე ჯანდაცვა სულაც არ არის უფასო. არადა მეგობრებო, საქართველოს ბიუჯეტი ჩვენი მშობლების გულის გამოჯანმრთელების ხარჯებს, მინიმუმ 90 % - ით ფარავს და მხოლოდ და მხოლოდ კლინიკების მენეჯმენტი ცდილობს გადაახდევინოს პაციენტს ყველაფერი და ყველაფერში მაშინ, როდესაც ამას ბიუჯეტი ისედაც უხდის!!!

 

მე, არ დავიღლები და აუცილებლად მივაღწევ იმას, რომ კლინიკებმა ვერ გაბედონ ხალხისა და ბიუჯეტის ძარცვა!!!

 

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ექიმები ჰყავთ ზე-პროფესიონალები და მადლობა მათ, ყველაფრისთვის“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner