logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი
- +

22 სექტემბერი. 2020. 00:16

 

 

„ტაბულას“ რედაქტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს.

 

ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ივანიშვილი, ისე სააკაშვილი.

 

„სამარცხვინო ეგომანიაკის ბოდვითი აშლილობისთვის დიდად არ მცალია, მაგრამ ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი.

 

სანიტარული დერეფანი სჭირდება სააკაშვილთან ყველა პარტიას, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება ანაღვლებს!

 

ა) ყველა ჟურნალისტი, რომელიც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში დგახართ – თქვენი ხელიდან ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!

 

ბ) ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის მოწყალების მოლოდინში ხართ (ეგებ სიაში მოგახვედროთ) და თვალს ხუჭავთ მის უმსგავსობაზე – ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!

 

რაც მალე გააცნობიერებს ყველა, რომ მიშა სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა – მით მალე წავალთ წინ.

 

ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გიგას მოხალისეები თეკლათში არიან და მარტოხელა მოხუცებს ეზოებს უთიბავენ, რომ გადაადგილება შეძლოს იმ ხალხმა – ზოგს ინსულტი აქვს, ზოგი უბრალოდ ვერ დადის.

 

ვბრაზობ, რომ ამდენი ნაღდი საქმეა საკეთებელი და მე გადამგდები და მშიშარა ეგომანიაკის ბოდვების გარჩევა მიწევს, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა და რაც მალე მიხვდებით და შესაბამისად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner