logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!
- +

20 ნოემბერი. 2020. 00:57

 

„განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, აღნშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.

 

„ჩემთვის, მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.

აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.

წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!

ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს.

სამარცხვინოა!“, - წერს კობიაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner