logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: გიორგის მამა - ლევან შაქარაშვილი გახლავთ სრულიად ჯანმრთელი
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:14

 

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ნათესავი მირიან ნიკოლაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გიორგი შაქარაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმეა, უარყოფს. ამის შესახებ ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა ყველა ჟურნალისტს, ვინც ინფორმაცია გადაამოწმა ოჯახთან. გიორგის მამა -ლევან შაქარაშვილი გახლავთ სრულიად ჯანმრთელი, იმყოფება სახლში, დადის სამსახურში და შესაბამისად, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გახლავთ არასწორი.

 

მადლობა ყველა გულშემატკივარს მოკითხვისა და თანადგომისთვის!“ - წერს მირიან ნიკოლაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner