„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება.
„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.
ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა იმის გამო უწოდა, რომ იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად ჩატარებულად მიიჩნევს.