logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ამოვიდა ყელში თქვენი არაფრის მაქნისობა, დავიღალე თქვენი ცქერით, და-ვი-ღა-ლე!
- +

30 ნოემბერი. 2020. 02:49

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ მაინტერესებს ამ ეტაპზე ვინ იქნება ან ვინ არის ჯანდაცვის მინისტრი, მაინტერესებს თქვენი ,,კომპეტენტური" პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანაში არ არის პრობლემა კოვიდთან დაკავშირებით? დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სისტემას არ შეექმნა პრობლემა სწორედაც აღნიშნული პანდემიის გამო? მხოლოდ ერთი ქვეყანა მეყოფა, რომელსაც აქვს აწყობილი სისტემა ისე, რომ არც კი შეეტყო საავადმყოფოებს და ზოგადად სისტემას ზემოაღნიშნული დაავადებები?

 

გელოდებით და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საქართველოს ჯანდაცვაზე, იმ ჯანდაცვაზე, რომელიც ათეული წლებია არის ჩამოშლილი და ვერა და ვერ აეწყო.

 

რა უბედურება გჭირთ? 24 საათი იმას წერდით, რომ არ არის კოვიდი არაფერი ისეთიო, ელემენტარული გრიპიაო და ახლა კომპიუტერს ვერ მოგწყვიტეთ იმაზე ვიშ-ვიშით, რომ ამდენ დაავადებულს თურმე ვერ უმკლავდება კლინიკები.

 

კი ბატონო ვერ უმკლავდება და ვერც გაუმკლავდება, ჩვენ კი არა აშშ-ში ვერ მიდის სასწრაფო და რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმის პასუხი არის ასეთი: სახლში დარჩით და თქვენვე იმკურნალეთ - წერტილი!!!

 

ამოვიდა ყელში თქვენი არაფრის მაქნისობა და მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა ყველასი და ყველაფრის. საკუთარი თავის პატრონი შენ ხარ, კი, შენ და როდესაც ასეთი გლობალური პრობლემაა, კი არ უნდა იყო ჩასაფრებული არამედ რამენაირად ეხმარებოდე ვინმეს, ან / და რამეს!!!

 

დავიღალე თქვენი ცქერით, და-ვი-ღა-ლე!!! - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner